რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ხერსონი არ დაუტოვებიათ, ისინი უკრაინის თავდაცვის ძალებმა განდევნეს,_ ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა გააკეთა.
„მოდი სწორად ვთქვათ: რუსეთის ჯარი არ ტოვებს ხერსონს. ის განდევნილია მძიმე ბრძოლებით, დანაკარგებით, მძიმე და სისხლიანი სამხედრო შრომით.
ძვირფასო ხერსონელებო, აი, ჩვენ ვბრუნდებით. აი თქვენ ბრუნდებით. კეთილი იყოს სახლში დაბრუნება”, – წერს არესტოვიჩი.
როგორც მან აღნიშნა,ბრძოლა მარჯვენა სანაპიროზე გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება და ამის შემდეგ სტაბილიზაციის ღონისძიებების რთული პერიოდი დადგება.