თურქეთი გეგმავს კომანდოსების გაგზავნას კოსოვოში კვირას და ორშაბათს ნატოს მოთხოვნის საპასუხოდ, შეუერთდეს ალიანსის KFOR-ის სამშვიდობო ძალებს ქვეყნის ჩრდილოეთში არეულობის შემდეგ, _ განაცხადა REUTERS-ის ინფორმაციით, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ.
შაბათს გაკეთებულ განცხადებაში სამინისტრომ მოუწოდა თავშეკავებისა და კონსტრუქციული დიალოგისკენ კრიზისის მოსაგვარებლად, რომელმაც, შეიძლება ზიანი მიაყენოს რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
„ჩვენი დანიშნულების ქვედანაყოფის (კომანდოს ბატალიონი) დაგეგმილია… კოსოვოში 4-5 ივნისს განლაგება“, – აცხადებენ სამინისტროში.
პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა კოსოვოს ჩრდილოეთში, გაძლიერდა მას შემდეგ, რაც სერბების უმრავლესობამ ბოიკოტი გამოუცხადა აპრილის არჩევნებს. არჩევნების შედეგების მიხედვით, ეთნიკური ალბანელები იმარჯვებდნენ მერების თანამდებობებზე.
ორშაბათს ძალადობის დროს დაშავდა 30 სამშვიდობო და 52 სერბი, რომლებიც აპროტესტებდნენ მერების დაყენებას. ძალადობამ აიძულა ნატო გამოეცხადებინა, რომ 700-ზე მეტი ჯარისკაცს გაგზავნის დამატებით, ბალკანეთის ქვეყანაში თავისი 4000 კაციანი მისიის გასაძლიერებლად.