პატრიარქის პირადი დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი ე.წ. “ციანიდის საქმესთან” დაკავშირებით გადაცემა “არჩევანში” საუბრობს. როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ის არ გამორიცხავს მის დაკავებას.
„ძალიან მიჭირეს ამ თემაზე საუბარი, თან პირობა მივეცი ხალხს, თორემ არ მოვიდოდი. მაგრამ რადგან შეგპირდით, უნდა მოვსულიყავი. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ვემიჯნები ყველანაირ პოლიტიკას, რაც ხდება სხვანაირი ბრძოლაა, ცდილობენ, რათქმა უნდა, ბოროტი ძალები, რომ ეს ყველაფერი დააკავშირონ პოლიტიკასთან. მე პირადა მე ვიყავი უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მრავალი წლის განმავლობაში, ისეთი რაღაც მოხდა, რომ ახლაც კი გაოგნებული ვარ, ბევრ რამეს ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ. ეს დასრულდა იმით, რომ მე წამოვედი სამსახურიდან, რომელიც იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი და მეორე ოჯახი. ეს უკავშირდება ბოლო დროს ატეხილ სკანდალს, მამალაძის საქმეს. უშუალოდ მე მეხებოდა, ეს დაკავშირებული იყო პატრიარქთან მიმართებაში, პატრიარქის უსაფრთხოებას ეხებოდა, მე ვეღარ გავჩერდებოდი იმ თანამდებობაზე, მიმძიმდა, მაგრამ ეს ნაბიჯი გადავდგი პატრიარქთან შეთანხმებით. მე ცამომიყვანეს ბერლინიდან, სადაც ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდი, დავიკითცე, იცით, რომ გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და ამიტომ ამაზე ვერ ვისაუბრებ,არის მცდელობა იმისა, რომ მე დამაკავშირონ იმ კუთხით, რომ ვიყავი ორგანიზატორი, არ გამოვრიცხავ ჩემს დაკავებას”._ თქვა სოსო ოხანაშვილმა.