ეს ვიდეო გამოცემა “ბათუმელების” გამომცემლის მზია ამაღლობელის დაკავებიდან მალევეა გადაღებული _ ვიდეო ჟურნალისტ ჯაბა ანანიძის ლაივიდანაა ამოჭრილი.
ამ ვიდეოში, თავადვე ხედავთ, რომ დგებუაძეს არც რაიმე ზიანი აქვს ლოყაზე და არც სიწითლე, როგორც თავად ჩვენებაში წერს.
სილის გაწვნა ხდება 12 იანვარს, 0:55 საათზე, აქედან 2-3 საათში, დგებუაძეს ჩამოართვეს ჩვენება, სადაც მიუთითებს, რომ “ლოყა გაუწითლდა და ეტკინა”.
აქვე გთავაზობთ ამონარიდს ირაკლი დგებუაძის ჩვენებიდან, სადაც ის “ლოყის სიწითლესა” და “ტკივილის განცდაზე” საუბრობს.
































































