მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებს, რომლებიც ექიმის მიერ დანიშნულ პარაცეტამოლს მოიხმარენ, ეზრდებათ გულის შეტევისა და ინსულტის რისკი. ამის შესახებ BBC წერს.
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევრები ამბობენ, რომ ექიმები უფრო პასუხისმგებლობით უნდა მოეკოდონ პარაცეტამოლის გამოყენებას. რადგან გარდა იმ სარგებლისა, რომელსაც პრეპარატი ტკივილის ან სიცხის დროს გვაძლევს, აქვს უამრავი უარყოფითი თვისება, რომელიც ორგანიზმში ნელ-ნელა გამოიხატება.
პარაცეტამოლი ფართოდ გამოიყენება მთელ მსოფლიოში, როგორც ტკივილგამაყუჩებელი მოკლევადიანი საშუალება, თუმცა ასევე ინიშნება ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ. კვლევების მიხედვით, შოტლანდიაში ყოველ 10-დან 1 ადამიანს პარაცეტამოლი ჰქონდა დანიშნული.
კვლევამ აჩვენა, რომ პარაცეტამოლი ზრდის არტერიულ წნევას და იმატებს გულის შეტევისა და ინსულტის რისკი. ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევრები ურჩევენ ექიმებს, რომ რაც შეიძლება დაბალი დოზით მოიხმარონ პარაცეტამოლი.
დოქტორ დიპენდერ გილმა, ფარმაკოლოგიისა და თერაპიის ლექტორმა ლონდონის სენტ-ჯონსონის უნივერსიტეტში, თქვა, რომ კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში „ცირკულაცია“ – აღმოაჩინა არტერიული წნევის მცირე ზრდა შოტლანდიელ მოსახლეობაში, რომელიც პარაცეტამოლს ხშირად მოიხმარდა.
გარდა ამისა, პარაცეტამოლი ზრდის ფარული სისხლდენის რისკსა და თირკმელების ფუნქციონირებას უშლის ხელს.
შეგახსენებთ, რომ პარაცეტამოლი პირველად სამედიცინო მოხმარებისთვის 1893 წელს გამოიყენეს, თუმცა 1950 წლებამდე გაყიდვაში არ შემოსულა.
[sexy_author_bio]