ვირი პუატუ საფრანგეთში მობინადრე ერთ-ერთი უძველესი ჯიშია. ამის მიუხედავად, ის დღემდე ნაკლებადაა ცნობილი.
ითვლება, რომ ის ქვეყანაში მოხვდა რომაელებთან ერთად, რომლებიც ვირს გრძელი ბეწვისა და მაღალი შრომისუნარიანობის გამო აფასებდნენ.
პუატუ სხვა ჯიშის სახედრებს შორის ზომით ყველაზე დიდია და, რაც მთავარია, სიჯიუტე არ ახასიათებს. იშვიათობის გამო, შუა საუკუნეებში არისტოკრატებისთვის მისი ყოლა პრესტიჟულად ითვლებოდა.
სამეფო კარზეც კი ჰყავდათ, თუმცა მეოცე საუკუნის ბოლოს რატომღაც მიივიწყეს.
სელექციონერების ძალისხმევით ამჟამად მსოფლიოში 400-მდე პუატუა, მათ შორის 180 “წმინდა სისხლის” – ამ უკანასკნელებს თეთრი მუცელი და დრუნჩისა და თვალების გარშემო თეთრი რგოლები აქვთ.
ავტორი