რამდენიმე წლის წინ ბრიტანელმა გოგონამ კუნძულ უაიტზე სეირნობისას დინოზავრის ერთ-ერთი ამოუცნობი სახეობის ძვლები აღმოაჩინა. ამ სახეობას მეცნიერებმა გოგონას პატივსაცემად დაარქვეს სახელი
დინოზავრის ძვლები ადგილობრივ ექსპერტს, მარტინ სიმპსონს გადასცეს. ამ უკანასკნელმა კი თავის კოლეგებთან ერთად შეისწავლა და გაარკვია, რომ ეს სახეობა დინოზავრთა ერთ-ერთ სახეობას, პრეტოზავრებს განეკუთვნებოდა. ისინი 115 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ დედამიწაზე და დაფრინავდნენ. ზომით დაახლოებით ყვავის ტოლი იყვნენ.
მარტინ სიმპსონის თქმით, როდესაც მან პირველად ნახა ეს ძვლები, მიხვდა, რომ ხელში ჩაუვარდა რაღაც განსაკუთრებული და ძალზედ მნიშვნელოვანი. ის მართალიც აღმოჩნდა.
პატარა გოგონას იმ მომენტში ეს ძვლები არ ენახა, მას ზღვა წალეკავდა, – ამბობს იქაური ექსპერტი და ამატებს იმასაც, რომ მთავარია უბრალოდ საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოხვედრა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მეცნიერებასა და ისტორიაში დიდი წვლილის შეტანა.