https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

არქეოლოგიური აღმოჩენები სოფელ ჯვარცხმაში

8:10; 1.10.2018
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმაში, მდინარაძეების საკარმიდამო ნაკვეთში არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს.

თავდაპირველად, საგაზაფხულო სამუშაოების დროს, ოჯახის დიასახლისმა ლიანა თოდუამ აღმოაჩინა ხელცული _ უძველესი იარაღი, რომლის შესახებ, როგორც თვითონ ამბობს, ბევრი ინფორმაცია მოიძია, თუ როგორ შეიძლებოდა აღმოჩენილიყო უძველესი ნივთი თავის ეზოში. მან აქტიურად დაიწყო ეზოში აღმოჩენილ სხვადასხვა ქვასა თუ ნივთზე დაკვირვება. ქალბატონი ლიანა ისტორიკოსი გახლავთ და, შესაბამისად, აღმოჩენილი ნივთები რომ უბრალო ქვები არ იყო, ეჭვიც არ შეპარვია. გადაწყვიტა, ნივთები არქეოლოგისთვის ეჩვენებინა, შემდგომ კი მუზეუმს წარუდგინა.

“ჩემთვის, როგორც ისტორიკოსისთვის, ეს არის ძალიან დიდი აღმოჩენა და წარსულთან უშუალო შეხება”, _ აღნიშნავს ლიანა თოდუა.

როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიყვება, 2012 წელს, ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა პირველი ცნობა არქეოლოგ გურამ ჩხატარაშვილს მიაწოდა, რომ სოფელ ჯვარცხმაში, ერთ-ერთ საკარმიდამო ნაკვეთში საინტერესო ნივთები აღმოაჩინეს. ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი მაშინვე დაინტერესდა ინფორმაციით, წაიღეს ნივთები, შეისწავლეს. გაკეთდა გრაფიკული და ფოტოფიქსაცია, ასევე, მომზადდა საპუბლიკაციოდ. 2013 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაკეთდა მოხსენება _ “ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები სოფელ ჯვარცხმიდან”.

ამის შემდეგ, ისტორიკოსთა ჯგუფი ყოველწლიურად სტუმრობდა სოფელ ჯვარცხმას, რადგან ყოველ საგაზაფხულო საქმიანობას თან ახლდა ახალი ნივთიერი ძეგლების აღმოჩენა.

“როდესაც აღმოჩენებმა სისტემატური სახე მიიღო, გადავწყვიტეთ, რომ აქ საჭირო იყო გეგმაზომიერი არქეოლოგიური სამუშაოების გახორციელება”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას არქეოლოგი გურამ ჩხატარაშვილი.

2018 წელს დაიწყო არქეოლოგიური სამუშაოები ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმისა და ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლობით. აღმოჩენილია ასამდე ერთეული საექსპოზიციო მასალა, რომელიც განთავსდება ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

“აღმოჩენილი ნივთები მიეკუთვნება ახალი ქვის ხანის დასაწყისს, ანუ ადრე ნეოლითურ პერიოდს. მის ანალოგად, შესაძლოა, მივიჩნიოთ ანასეულში, გურიანთაში, ოდიშში აღმოჩენილი ადრე ნეოლითური ძეგლები, თუმცა, მსგავს ძეგლებზე არ მიმუშავია. ეს იყო პირველი ნამდვილად დიდი აღმოჩენა”, _ ამბობს არქეოლოგი.

მისივე თქმით, აღმოჩენილია, ძირითადად, გაპრიალებული ნივთები:

“ჯვარცხმის მონაპოვარი მთლიანად არის გაპრიალებული და მას ანალოგი დასავლეთ ამიერკავკასიაში არ მოეძებნება. ასევე, აღმოჩენილია ქვის სათლელები. კაჟის იარაღები, სანაყი ქვები, შურდულის ქვები, ცული და ობსიდიანი _ ვულკანური მინა. აღმოჩენილი არტეფაქტები მოიცავს VIII-VII ათასწლეულს”.

არქეოლოგის განმარტებით, ნეოლითის პერიოდის რუკაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა სოფელ ჯვარცხმას:

 “6 წელი ვცდილობდი, აღნიშნული ადგილის შესწავლით სხვების დაინტერესებას. აჭარის მთავრობის დახმარებით, გამოინახა გარკვეული თანხა დაზვერვითი სამუშაოებისთვის. შევარჩიეთ ეს ადგილი, რადგან სწორედ ამ ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი არა ერთი ნივთიერი ძეგლი, _ ამბობს არქეოლოგი, _ აღმოჩენილი ნივთები 70 ეკზემპლარია. მსგავსი აღმოჩენა ჩოხატაურს არ ახსოვს. აღნიშნული ნივთები მეტყველებს იმაზე, რომ აქ მყოფი ადამიანი მკვიდრი მცხოვრები იყო და ნელ-ნელა ითვისებდა ტერიტორიას, ასევე, მას თავისი მეურნეობა ჰქონდა.

ნეოლითის ხანის მოცემულ პერიოდში, ადამიანი სახლდება ერთ კონკრეტულ ადგილზე და მისდევს, როგორც მეცხოველეობას, ასევე, მეურნეობას. სოფელ ჯვარცხმაში აღმოჩენილი ნივთებიც სწორედ ამაზე მეტყველებს, მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრისი ვერ იქნა აღმოჩენილი _ მიწის ხშირმა დამუშავებამ, შესაძლოა, წაშალა კვალი.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფოტო ფიქსაცია, გრაფიკულად ჩახატვა, რაზეც ბათუმიდან მოწვეული სპეციალისტები ზრუნავენ და დღის ბოლოს ველი ოფიციალურად დაიხურება (საუბარი ჩაწერილია 28 სექტემბერს. ავტ)“.

 გურამ ჩხატარაშვილის თქმით, სამომავლოდ აუცილებლად უნდა იქნას შესწავლილი მიმდებარე ტერიტორიები, რადგან, მისივე თქმით, აღმოჩენილი რიყის ქვის ნივთების შემთხვევაში, გამოყენებულია მდინარეების _ გუბაზეულისა და სუფსის ნაპირას არსებული ქვები. კაჟის შემთხვევაში კი, არქეოლოგის მოსაზრებით, აუცილებლად უნდა ყოფილიყო ქვის გამოსავლები წყარო:

“სამომავლოდ, აღნიშნულის გამოსაკვლევად გეოლოგების მუშაობა იქნება საჭირო. შესაძლოა, მთაში, კონკრეტულად კი, ბახმაროში არსებობდეს მსგავსი ქვის გამოსავლები წყარო, რადგან ანალოგიური სიტუაციაა აჭარაში _ შავი ზღვის პირას გავრცელებული კაჟი, ძირითადად, კურორტ ბეშუმიდან არის ჩამოტანილი. ჯვარცხმაში აღმოჩენილია, აგრეთვე, შავი ვულკანური მინა, რომელიც უშუალოდ ჯავახეთიდანაა მოტანილი, კონკრეტულად, ჭიქიანის მთიდან, რომელიც ვულკანური წარმოშობისაა”, _ გვითხრა ჩხატარაშვილმა.

კითხვაზე _ რამდენად ღირებულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისთვის აღნიშნული აღმოჩენები, არქეოლოგი გვპასუხობს, რომ ეს ფაქტი რაიონისთვის მნიშვნელოვანია.

_ ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში არ არის გამოფენილი ის პერიოდი, რომელზედაც ჩვენ გვაქვს საუბარი. ეს რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც, ვფიქრობ, და დარწმუნებული ვარ, რომ ერთი კარადა ნამდვილად იქნება საჭირო საექსპოზიციო დარბაზში, რომ ახალი ქვის ხანას დაეთმოს. რადგან მსგავსი აღმოჩენა სამხრეთ-დასავლეთ და ამავდროულად, მთლიანად დასავლეთ საქართველოში შეიძლება თითზე ჩამოსათვლელი იყოს”, _ ამბობს გურამ ჩხატარაშვილი.

მისივე თქმით, სამომავლოდ კონკრეტული ტერიტორიის შესწავლა აღარ იგეგმება, რადგან მოცემული ტერიტორია სრულად იქნა შესწავლილი. შესაძლოა, სხვა ნივთებიც აღმოჩნდეს, მაგრამ ეს ახალი ინფორმაციის მიღების საშუალებას არ მისცემს მკვლევართა ჯგუფს.

თუმცა, არქეოლოგები საინტერესოდ მიიჩნევენ გარშემო არსებული ტერიტორიების შესწავლას _ სადაზვერვო საქმიანობები იგეგმება სოფლებში _ ვაზიანსა და ინტაბუეთში. ამავდროულად, დაწყებულია კაჟის გამოსავლები წყაროს ძებნა ბახმაროს მთიანეთში. ასევე, აღნიშნულ ტერიტორიაზე რკინის წიდების აღმოჩენის გამო, იგეგმება რკინის ხანის შემსწავლელი სპეციალისტების ჩართვაც.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

10:45; 14 იანვარი, 2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12 იანვარი, 2026
ისტორია

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

12:35; 4 იანვარი, 2026
ისტორია

გურული ისტორიები

10:27; 18 დეკემბერი, 2025
ისტორია

შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

11:36; 15 დეკემბერი, 2025

ბადრი შუბლაძე: მავნებლები, მოღალატეები, ოდიოზური ფიგურა სალომე ზურაბიშვილი

ოქუაშვილის განცხადებას "საქართველოს ბანკიც" ეხმაურება: "ომეგა ჯგუფის“ დავალიანება 84 მილიონზე მეტია

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

21:38; 24.01.2026
საზოგადოება

დაჩი ცინცაძეს მე-4 დადებითი ჯგუფის სისხლი ესაჭიროება

21:23; 24.01.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა ოჯახს ოზურგეთში საზოგადოების დახმარება სჭირდება

20:55; 24.01.2026
საზოგადოება

ექიმის საგანგაშო განცხადება და გაფრთხილება მშობლებს

19:43; 24.01.2026
სამართალი

მანქანაში ორი კაცი ჩაცხრილეს: რა დეტალებია ცნობილი

19:19; 24.01.2026
სამართალი

ავარიას 33 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა – ქვეითს ავტომობილი დაეჯახა 33 წლამდე

19:04; 24.01.2026
საზოგადოება

მოძრაობა შეიზღუდება – მერია მძღოლებს აფრთხილებს

18:40; 24.01.2026
მსოფლიო

არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

17:44; 24.01.2026
პოლიტიკა

გიორგი შარაშიძე – ვინ გადაწყვიტა, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება სწორი გზაა „ოცნების“ წინააღმდეგ საბრძოლველად?!

17:37; 24.01.2026
საზოგადოება

რომელ სტუდენტს დაუფინანსებენ სწავლას _ მთავრობის გადაწყვეტილება

16:56; 24.01.2026
პოლიტიკა

გია ვოლსკი – აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას, რომელიც ასე მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას, ხომ არ არის ეს საბოტაჟი?

14:51; 24.01.2026
საზოგადოება

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

13:22; 24.01.2026
სამართალი

რუსთავში არასრულწლოვანი დაჭრეს

13:16; 24.01.2026
სამართალი

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

11:37; 24.01.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

10:54; 24.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო