Developed By Web Features 2024 © All rights reserved
გოგიტა არქანიამ ტოკიო 2020-ზე ასპარეზობა დაასრულა. ჯგუფური ეტაპის დასკვნით ბრძოლაში ქართველი სპორტსმენი ყაზახ დანიარ იულდაშევს შეხვდა და მეტოქეს ანგარიშით 3:1 აჯობა.
დაპირისპირების სტარტზე ორივე სპორტსმენი ფრთხილობდა და პირველი იუკო არქანიამ ბრძოლის დასრულებამდე წუთისა და ცამეტი წამით ადრე მოიპოვა – 1:0. იულდაშევმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, მაგრამ რადგან პირველი ქულის უპირატესობა არქანიას ჰქონდა, აქტიურობა ყაზახს მართებდა. ქართველმა მეტოქის არაზუსტი იერიშით ისარგებლა და კონტრდარტყმით ხელახლა დაწინაურდა – 2:1. ანალოგიური სიტუაცია იყო ბრძოლის დასრულებამდე 7.9 წამით ადრეც, როდესაც იულდაშევი შეტევაზე გადავიდა და არქანიამ მორიგი იუკო აიღო.
შეგახსენებთ, რომ ქართველი კარატეკა დღის პირველ დაპირისპირებაში იაპონელ რიუტარო არაგასთან დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 3:2 დამარცხდა, მეორე ბრძოლა კი თურქ ევროპის ჩემპიონ და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსან უგურ აკტასთან ანგარიშით 3:1 დათმო. მესამე შეხვედრის მიწურულს არქანიას გერმანელმა მეტოქემ ჯონათან ჰორნემ ტრავმა მიიღო და თავდაპირველად მსაჯებმა გამარჯვება ქართველს მიაკუთვნეს, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალეს და ბრძოლა გაუქმებულად ჩაითვალა. საბოლოოდ, გოგიტა არქანიამ ჯგუფური ეტაპით ერთი გამარჯვებით და ორი მარცხით დაასრულა. A ჯგუფიდან ნახევარფინალურ ეტაპზე იაპონელი რიუტარო არარაგა და თურქი უგურ აკტასი იასპარეზებენ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved