ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, სოციალურ ქსელში, წერს:
არქივი მაგარი რამეა. 2008 წლის 14 იანვარს, საპრეზიდენტო არჩევნებიდან 10 დღის შემდგომ ომბუდსმენმა სოზარ სუბარმა ღია წერილით მიმართა მიხეილ სააკაშვილს და მას პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
ერთი დღის შემდეგ კი პირადად შეხვდა მას. მიუხედავად იმისა, რომ სუბარი ამ წერილში სააკაშვილს მოუწოდებს დაუბრუნდეს ლიბერალურ დემოკრატიას, აქ მთავარი ამბავი ის იყო, რომ ომბუდსმენმა მისი არჩევის მილოცვით და პირადი შეხვედრით სააკაშვილს არჩევნების ლეგიტიმაცია გაუკეთა.
აქვე, იხილეთ “ოცნების” დეპუტატის ახლადშექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის ბიოგრაფია, რომელიც ენმ-ის დროს სააკაშვილის საკონსტიტუციო კომისიის მდივანი, ცესკოს სპეციალისტი, გაეროს ექსპერტი და სომხეთში საქართველოს ელჩი იყო. ასეთი ხალხი გვეძახის დღეს ჩვენ “ნაცებს” და “უცხოეთის აგენტებს”.
ცნობისთვის, დღეს თეა წულუკიანი და სოზარ სუბარი აანონსებენ 2004 და 2008 წლის არჩევნების შედეგების გამოძიებას და აცხადებენ, რომ აღნიშნულ წლებში არჩევნები გაყალბდა.