https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“არსებული ფორმით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, ოთხი პრინციპიდან ვერც ერთს ვერ პასუხობს”

20:46; 23.06.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს რეგიონებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2009 წლიდან 2016 წლამდე ფუნქციონირებდა. სამი წლის პაუზის შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ეს პროგრამა აღადგინა. წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც, პროგრამა საარჩევნო ხმების მობილიზების ინსტრუმენტად მოიაზრება – ხმის სანაცვლოდ, სოფლის მოსახლეობას წყლის გაყვანას, გზის მოწესრიგებას, საყანე ფართობების ან სასაფლაოების შეღობვას ჰპირდებიან. საქართველოს მასშტაბით, პროექტის ღირებულება 40 მლნ ლარია, თუმცა, კანონმდებლობით, თვითმმართველობებს უფლება აქვთ პროგრამის ხარჯი საკუთარი შემოსავლებით ან მოზიდული სახსრებით გაზარდონ. აქამდე, ეს “მოზიდული სახსრები” უმეტეს შემთხვევაში, პარტნიორი ქვეყნების საგრანტო შემოსავლები იყო. სამწუხაროდ, ხელისუფლების პოლიტიკის გამო, შესაძლოა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა უარი თქვან რეგიონებში დაგეგმილ პროექტებში მონაწილეობაზე. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია.
გარდა ადგილობრივი, პირველი რიგის პრობლემების მოგვარებისა, პროგრამა, იდეაში, იმით არის გამორჩეული, რომ მოქალაქეთა თანამონაწილეობის მექანიზმებს მოიაზრებს; ეს, ამ შემთხვევაში საერთო კრებებია, რომლებზეც თავად მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, რაში დახარჯოს გამოყოფილი თანხა, რაა მათი სოფლისთვის ყველაზე საჭირო და გადაუდებელი. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიები, გარკვეულწილად, შეზღუდულია და მოიცავს: სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაციას, ნაპირსამაგრ სამუშაოებს, გზებს, გარე განათებას, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, ამბულატორიის შენობების, სპორტული ინფრასტრუქტურის,  სკვერების და თავშეყრის ადგილების მოწყობა-რეაბილიტაციას, მინიჰესების და სხვა ინფრასტრუქტურის აღდგენას.

დღევანდელ ინტერვიუში “გურიის სამოქალაქო ცენტრის” დირექტორი გრიგოლ მახარაძე დეტალურად მოგვიყვება, თუ როგორ ჩატარდა წლეულს სოფლის კრებები ჩოხატაურის და ოზურგეთის თვრამეტ დასახლებაში.

_ სანამ სოფლის კრებების შესახებ ვისაუბრებთ, მკითხველს შევახსენოთ, დღევანდელი კანონმდებლობით, მოსახლეობის თანამონაწილეობის რა ფორმებია განსაზღვრული.

_ საქართველოს კანონმდებლობა მოქალაქეთა მონაწილეობის არა ერთ ფორმას იცნობს. საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული უფლება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. საქართველოს კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ადგილობრივი თვითმმართველობის გახორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის შემდეგ ფორმებს: ა) დასახლების საერთო კრება; ბ) პეტიცია; გ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა; ე) მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა.

კანონის მიხედვით, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია გამოიყენოს მოქალაქეთა მონაწილეობის სხვა ფორმებიც, რომლებიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. სხვადასხვა მიმართულებით დარგობრივი კანონმდებლობა მოქალაქეთა მონაწილეობის სხვა ფორმებსაც ითვალისწინებს. მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთი ფორმაა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრიორიტეტების შერჩევის პროცედურა სოფლის კრებების მეშვეობით.

_ რეალურად, რამდენად ეფექტურია პირველადი საჭიროებების, პრიორიტეტების შერჩევა სოფლის კრებების მეშვეობით?

_ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხდება მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევა და დაფინანსება. ეს პროგრამა არ იძლევა სოფლებში პრიორიტეტული საჭიროებების გამოკვეთის საშუალებას, რადგან, დაფინანსების სიმცირიდან გამომდინარე, შეეხება მხოლოდ ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა გახორციელება შესაძლებელია ამ დაფინანსების ფარგლებში. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ერთი სოფლისთვის გამოყოფილი თანხა 10 000 ლარიდან 20 000 ლარამდე მერყეობს. პროგრამა იძლევა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან პროექტების თანადაფინანსების შესაძლებლობას არა უმეტეს დასახლებისთვის გათვალისწინებული თანხის 200%-სა.

_ წელს, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, USAID-ის დაფინანსებული პროექტით აკვირდებოდით სოფლის კრებებს. რა პრობლემები და მიგნებები გამოიკვეთა ამ კვლევით?

_ წელს USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის პროექტის – “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მონაწილეობითი მონიტორინგი” ფარგლებში, გურიის სამოქალაქო ცენტრმა განახორციელა მონიტორინგი ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში. ჯამში, დაიფარა 12 ადმინისტრაციული ერთეულის 18 დასახლება (2 დაბა და 16 სოფელი); აქედან, ოზურგეთში 2 დაბა და შვიდი სოფელი, ხოლო ჩოხატაურში _ 9 სოფელი. წელს გურიის სამოქალაქო ცენტრი ერთადერთი ორგანიზაცია იყო, რომელიც ამ პროგრამის მონიტორინგს ახორციელებდა.

_ მოდით, პირველ პრინციპზე ვისაუბროთ _ რამდენად აისახა ხალხის მიერ პრიორიტეტად მიჩნეული პრობლემები საბოლოო გადაწყვეტილებებში? მაგალითად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მხოლოდ ბეტონის გზის დაგება ან ბეტონის გზის საფარისთვის მასალების შეძენა გადაწყდა…

_ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც პროცესზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, არის ის, რომ კრებებზე არ ხდება გადაწყვეტილების მიღება დადგენილი წესით. ორივე მუნიციპალიტეტის სამიზნე დასახლებებში გადაწყვეტილებები კრებებზე არ მიიღება მოქალაქეების მიერ, არამედ მიიღება მერიების მიერ.

კრებებზე არ ჩატარებულა კენჭისყრები. შესაბამისად, გადაწყვეტილებების მიღება ხდება კრებებზე კენჭისყრის ჩატარების გარეშე. არ გამართულა არც ღია და არც ფარული კენჭისყრა, თუმცა შეხვედრების ოქმებში დაფიქსირებულია კენჭისყრის შედეგები და კონკრეტულ პროექტებზე მიცემული ხმების რაოდენობაც.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა კრებაზე მონაწილეების მიერ კონსენსუსით კენჭისყრის გარეშე (მაგალითად: სოფელი ზემო ფარცხმა, დიდივანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლები). სხვა სოფლებში გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ (სოფელი ხიდისთავი, სოფელი ქვენობანი).

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში, როგორც მონიტორინგის ფარგლებში შემოწმებულ დასახლებებში, ასევე ყველა სხვა დასახლებაში, მიღებულია მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება: “შიდა გზების კრიტიკულ მონაკვეთებში ბეტონის საფარის მოსაწყობად საჭირო მასალების შესყიდვა (ბეტონი და არმატურის ბადე)”. ასეთი ერთგვაროვანი გადაწყვეტილება აშკარას ხდის, რომ ის წინასწარ იყო მიღებული მერიის მიერ და საერთო კრებები ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

_ რამდენად აქტიურად არიან ჩართულები სოფლის კრებებში ქალები, შშმ პირები, ახალგაზრდები, მოწყვლადი ჯგუფები?

_ განსაკუთრებით დაბალი იყო კრებებზე ქალების მონაწილეობა, ქალები შეადგენდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებების საერთო კრებებზე მონაწილეთა 23,2%-ს, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში _ 30,5%-ს.

რეგიონის მოსახლეობის დემოგრაფიული სტატისტიკის მიხედვით, მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი არის ქალი. აღსანიშნავია, რომ სოფლებში ქალებს გააჩნიათ მოტივაცია და ინტერესი, რაც შესაძლოა აისახოს მათ მაღალ დასწრებაში თუ მუნიციპალიტეტები გასწევენ გარკვეულ ძალისხმევას ქალებისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და კრებებში ჩართვის წახალისების თვალსაზრისით.

შედარებით უფრო მაღალია ახალგაზრდების ჩართულობა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებების საერთო კრებებზე მონაწილეთა 18%-ს, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 9,1%-ს შეადგენდნენ ახალგაზრდები, რაც შესაბამისობაშია მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში ახალგაზრდების პროცენტულ რაოდენობასთან.

_ რა სახის რეკომენდაციები შემუშავდა პროექტის ფარგლებში?

_ რეკომენდაციები, ძირითადად, გულისხმობს იმას, რომ მუნიციპალიტეტებმა არ დაარღვიონ “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში კრებებისთვის დადგენილი წესები და ეს კრებები წესების მიხედვით წარმართონ. უფრო კონკრეტულად:

_ დასახლების საერთო კრების დანიშვნამდე, დაცული იყოს 15-დღიანი ვადა;

_ დასახლების საერთო კრება ჩატარდეს ყველა დასახლებაში ცალკე;

მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს კრებებზე გადაწყვეტილების კენჭისყრით მიღება;

_ მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს კრებებზე გადაწყვეტილების გამოცხადება;

_ მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს კრებებზე ოქმის შედგენა ადგილზე, რაც გამორიცხავს შემდგომში ოქმში მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას;

_ მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს კრებები ოქმის გამოქვეყნება დადგენილ ვადაში.

_ წლების განმავლობაში იყავით ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მენეჯერი და აკვირდებოდით მოსახლეობის თანამონაწილეობის პროცესებს. რამდენად გამართულად მუშაობს, ზოგადად, საქართველოში, მოსახლეობის თანამონაწილეობის და მონიტორინგის მექანიზმები?

_ მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები, სამწუხაროდ, არ მუშაობს. ამას კვლევებიც ადასტურებს. თანაც ეს ახალი პრობლემა არაა _ ამას წლების განმავლობაში ვამბობდი. მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების უმეტესობა, ზოგ შემთხვევაში, ფორმალურად არის შექმნილი, ზოგჯერ კი საერთოდ არ ფუნქციონირებს.

_ ე.წ. “აგენტების კანონის” დღევანდელი სახით ამოქმედების შემდეგ, როცა ვეღარ იარსებებს კრიტიკული მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რამდენად შესაძლებელი იქნება ხელისუფლების სრულფასოვანი გაკონტროლება?

_ ე.წ. “აგენტების კანონი” უკვე ამოქმედდა. ამ კანონის მოქმედების პირობებში, ხელისუფლების კონტროლი და მონიტორინგი მოქალაქეების და მედიის მიერ შეუძლებელი იქნება; უფრო მეტიც, არსებობის საფრთხე ექმნება არა მხოლოდ მედიას ან არასამთავრობოებს, არამედ ნებისმიერ მოქალაქეს, მოქალაქეთა ჯგუფს და ორგანიზაციას, რომელიც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელია, რადგან ამ კანონის მიზანია შექმნას სისტემა, რომელიც არ დაუშავებს განსხვავებულ და დამოუკიდებელ აზრს!

გიორგი გირკელიძე,
ლისა კოროშინაძე

გრიგოლ მახარაძე
გაზიარება14Tweet9Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“საპირფარეშოში იმშობიარა და ბავშვს ყელი გამოჭრა” _ შემზარავი ფაქტი ბათუმში

19:28; 22 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა… გარდაცვლილებს შორის ორი არასრულწლოვანია… ნათესავები არიან”

12:39; 22 თებერვალი, 2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში

11:48; 22 თებერვალი, 2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:22; 22 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რას ამბობს ნიკო კვარაცხელიას საქმის სულხან თამაზაშვილი, რომელიც თბილისის პოლიციის უფროსი იყო

17:41; 21 თებერვალი, 2026

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე იაფი კუნძულები

ყველა სიახლე

საზოგადოება

“საპირფარეშოში იმშობიარა და ბავშვს ყელი გამოჭრა” _ შემზარავი ფაქტი ბათუმში

19:28; 22.02.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

15:53; 22.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე _ შეფერხებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი გზა

15:22; 22.02.2026
საზოგადოება

“უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა… გარდაცვლილებს შორის ორი არასრულწლოვანია… ნათესავები არიან”

12:39; 22.02.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში

11:48; 22.02.2026
სამართალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანი დაიწვა, მათგან ორი არასრულწლოვანია

11:43; 22.02.2026
სამართალი

“დაზარალებულს  და მის დედას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა”

11:36; 22.02.2026
ზაფრანი

„ხანძარი“

11:28; 22.02.2026
სპორტი

მესხის ფინტი

11:25; 22.02.2026
ზაფრანი

„კაპუტ, კაპუტო…“

11:21; 22.02.2026
ზაფრანი

„ავტოგრაფი“

11:18; 22.02.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:22; 22.02.2026
სამართალი

“ეს რა ვნახე”- მძიმე ავარიის დეტალები

18:36; 21.02.2026
კულტურა

დათა თავაძე: მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე!

18:29; 21.02.2026
ზაფრანი

ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ზოდიაქოს ნიშნები

18:16; 21.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო