ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში _ ლიხაურსა და მაკვანეთში რეჟისორმა გიორგი ჭუმბურიძემ დაიწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმის „შავი შაშვი ჩიოდას“ გადაღება.
ფილმში ნაჩვენები იქნება არტემ და ანზორ ერქომაიშვილების (ბაბუა-შვილიშვილის) ურთიერთობა და მოღვაწეობა.
„ბატონი არტემ და ანზორ ერქომაიშვილები ჩვენი ქვეყნის განძია. მათ დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ქართული ფოლკლორის, ხალხური სიმღერების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციისთვის.
დღეს (კომენტარი 8 ნოემბერს არის ჩაწერილი) ლიხაურში შედგა ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღება. ამ ეპიზოდში სოფლის კულტურის სახლში არტემ ერქომაიშვილთან ერთად სცენაზე გამოდის ანზორ ერქომაიშვილი. ვფიქრობ, რომ მთლიან ჯამში საინტერესო ფილმი გამოვა ორ ადამიანზე, რომლებსაც სიმღერა ძალიან უყვარდათ“, _ გვითხრა გიორგი ჭუმბურიძემ.
გურიაში გადაღებების შემდეგ ფინალური ეპიზოდების გადაღება ქალაქ თბილისში გაიმართება. ფილმის პრემიერა კი 2025 წელს იგეგმება.
ავტორი