,,არც ერთი რუსული თვითმფრინავი ქართულ აეროდრომზე არ უნდა დაჯდეს. ღირსების თემაცაა ეს. პ.ს. ვერც დაჯდება.” _ წერს სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.