“არც გაბუნიამ და არც გვარამიამ იმდენი რუსული არ იცის ,ის ტექსტი რომ დაეწერათ”, _ ეს განცხადება რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ რუსთავი2-ზე გასული გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემაზე ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.
როგორც ხაინდრავამ აღნიშნა, საქართველოში გავლენების მოპოვება არა მარტო რუსეთს, არამედ სხვა ქვეყნებსაც უნდათ და ამაში მათ სხვადასხვა ჯგუფები ეხმარებიან.
“ეს ძალიან გავს შკლიაროვის ტექსტს . რაც შეეხება იმ მეორე დაჯგუფებას, რომლებიც ყოველთვის ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგები იყვნენ, ეს ე.წ. „ევროპული საქართველო“ ბოკერიას თამადობით, ეს ის ხალხია,ტრომლებმაც საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე საბჭოთა კავშირის დამსმენს დაუჭირეს მხარი, მხარი დაუჭირეს ჩეკისტს. რუსეთი პირდაპირ გზავნის საქართველოში ვაშაძეს და იმ ჯგუფს, იმ გუნდს , რომელიც ყველანაირად ეხმარებოდა ქართულ საზოგადოებაში შეეტანათ დაპირისპირება, შეეტანათ ის აბსოლუტურად ნეგატიური მუხტი, რომლის მოწმენიც ვიყავით საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში“,– განაცხადა გოგა ხაინდრავამ.