ძვირფასო აბიტურიენტებო!
გონიერებითა და ღირსებით გამორჩეულო ახალგაზრდებო!
არც კი იცით, როგორ მიყვარხართ და მეიმედებით! უდიდესი პატივია ჩემთვის თქვენი მასწავლებლობა!გულწრფელობა, მართებული ხედვა, აზრის დასაბუთებისა და სიტყვის მშვენიერების წვდომის უნარი თქვენი ძლიერი მხარეა. ამიტომ შიში და ცახცახი კი არა, შემართება და გონების მობილიზება გმართებთ. არ მეგულება საკითხი, რომელზედაც დამაჯერებლად ვერ ისაუბრებთ, არ მეგულება თემა, რომელსაც სიღრმისეულად ვერ გააანალიზებთ. თქვენ ხართ თავისუფლად მოაზროვნე პიროვნებები , რომელთაც არ სჩვევიათ ,,ვრდომა და კრთომა”!
ჰოდა, შიშსა და ნერვიულობას ბარიერად ნუ იქცევთ!
დილიდან თქვენთან ვარ ჩემი ხმლით, რათა ,,ავხანჯლო”ჯერ თქვენი შიში, მერე კი ის, ვინც ბოლო წუთამდე დატოვებს საგამოცდო ცენტრს!!!
მოკლედ, წარმატებას გისურვებთ, ძვირფასებო!
აბა, ჩვენ ვიცით! _ წერს სოციალურ ქსელში ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ღლონტი.
შეგახსენებთ, რომ ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენითა და ლიტერატურით იწყება.