თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელიც ასაწონი თამბაქოს (თუთუნის) დაბეგვრას ითვალისწინებს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღეს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. თამბაქოს ნედლეულზე ერთ კილოგრამზე 60-ლარიანი გადასახადი წესდება.
კანონპროექტს პარლამენტი სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში დაამტკიცებს. კანონპროექტის ინიციატორი უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილია.
ასაწონი თუთუნის დაბეგვრის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
„ასაწონი თამბაქოს დაბეგვრის საკითხი მოსაწესრიგებელია, რადგან რეალურად გამოდის, რომ ერთ-ერთი მთავარი აქციზური საქონელი არ იბეგრება,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.