“ასეთ კანფეტებს არ ვწუწნით” – ასე გამოეხმაურა რიონის ხეობის მცველი, მაკა სულაძე ქუთაისის მერიაში “ნამახვანჰესზე” მინისტრებსა და ადგილობრივებში გამართულ შეხვედრას, რომელიც ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა კითხვებზე პასუხის გარეშე დატოვეს.
“ეს არის შეურაცხყოფის ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ამდენ ადამიანს, მოგვაყენა ხელისუფლებამ ამ წუთას, თუ ქალბატონ ნათია თურნავას უნდოდა ინტერვიუს ჩაწერა ჟურნალისტებთან, რატომ შეიწუხა თავი და გამოიარა ამდენი კილომეტრები ქუთაისში ჩამსასვლელად. თუ იმით იმშვიდებს თავს, რომ აქ რაღაც ტექსტი დაგვიტოვა საწუწნ კანფეტად, ხელისუფლებას ვუცხადებთ, რომ ჩვენ ასეთ კანფეტებს არ ვწუწნით, დამთავრდა”, – თქვა მაკა სულაძემ.
მინისტრების შეხვედრიდან წასვლას პროტესტი მოჰყვა, შეკრებილებმა თქვეს, რომ წარმომადგენლებთან საუბარი არ სურდათ, რადგან შეთანხმებულები იყვნენ, რომ კითხვებს ნათია თურნავა უპასუხებდა. შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა 130 დღეზე მეტია რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებს.
წყარო: მთავარი.ტვ