საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვაკის მე-11 საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, პირველი ტურის შედეგები იყო მოულოდნელი, თუმცა, მიზეზებზე საუბარი დღეს საჭირო არ არის და აღნიშნა, რომ ხმა მისცა საქართველოს სტაბილურობას, მშვიდობას და მოქალაქეების თავისუფლებას, რაც მისივე განცხადებით, მთავარია და ამ მონაპოვარს დაცვა სჭირდება.
„ვფიქრობ, რომ დღეს უნდა მოხდეს საბოლოო გადაწყვეტილების დაფიქსირება და საბოლოო უარი უნდა ეთქვას უარი იმ მოძალადე რეჟიმს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სათავეში იყო ბოლო ათი წლის განმავლობაში“,_განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ შეიძლება დესტრუქციული ძალის პროვოკაციები ხშირი იყოს, მაგრამ ხელისუფლება ყველაფერს აღკვეთს.
ღარიბაშვილი დარწმუნებულია,რომ მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს.
„დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს. ისინი მიიღებენ ბრძნულ გადაწყვეტილებას, მე ასე ვიტყოდი, რადგან სწორედ ამ დროს, ასეთ ვითარებაში, საჭიროა სიბრძნე, რომელიც ჩვენს ხალხშია და მე ამის მჯერა. მჯერა ჩვენი ხვალინდელი მომავლის“,_განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ჟურნალისტების კითხვა აქვს თუ არა პოლიტიკაში მობრუნების სურვილი, უპასუხოდა დატოვა.