“ქორწილის ჩაშლა, მით უმეტეს, იმ ადამიანის ქორწილის ჩაშლა, რომელსაც არც დანაშაული აქვს ჩადენილი და არც არაფერი, საქართველოში, არის უბრალოდ ჩვენ კულტურასთან შეუთავსებელი მოვლენა. თქვენ იცით, რომ ვაჟა-ფშაველამ “სტუმარ-მასპინძელი” მე-19 საუკუნეში დაწერა, მაშინ, ზოგადად, მსოფლიოში ნაკლებად ცივილიზებული იყო საზოგადოება და მათ შორის ეს ეხებოდა საქართველოსაც.
ბევრად უფრო მეტი სალომე ზურაბიშვილი და ელენე ხოშტარია ცხოვრობდა საქართველოში, ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ მე-19 საუკუნეში “სტუმარ-მასპინძელი”. მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, ზუსტად დააკვირდეს მოვლენებს, ვინ რა დონეზე ავლენს სიბნელეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია,”_ განაცხადა ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.