“საქართველო აგრძელებს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობას. უდაოდ, ეს აფერხებს საქართველოს ევროპულ პერსპეტივებს. ასეთი მიმზიდველია რუსული (საბჭოთა კავშირი 2) ბანაკი? ასეთი მნიშვნელოვანია “სასიკვდილო საჩუქრის” მიცემა პუტინისთვის, რომელიც მაინც წააგებს? ან ქვეყანას ჰქონდეს ისეთი რეპუტაცია, რომელმაც პრეზიდენტი აწამა?”, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი CNN-ის მიერ გავრცელებულ კადრებს, რომელიც ასახავს, როგორ კარგავს მიხეილ სააკაშვილი გონებას პალატაში.
ცნობისთვის, კადრები ამერიკულ ტელეკომპანიას სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა მიაწოდა.