“ასეთი რა სიყვარული და მადლი დათესე, მოძღვარო, რა მოასწარი 30 წლის ასაკში, რომ ლამის მთელი საქართველო შენთვის ლოცულობს, შენს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ავედრებს უფალს. _ წერს სოციალურ ქსელში ჟურნალ “კარიბჭის” რედაქტორი თამარ მამაცაშვილი.
აი, ღვაწლი… აი, მაგალითი იმისა, რომ არიან ნამდვილი ადამიანები ჩვენ გვერდით…
მეც შევუერთებ ჩემს ლოცვას ასიათასობით კაცის ვედრებას – ღმერთო, დალოცე, გამოაჯანმრთელე, დიდხანს გვიცოცხლე მამა თეიმურაზი…
გთხოვთ, მოიხსენიეთ ლოცვებში რეანიმაციაში, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მღვდელი თეიმურაზ ქორიძე”...
ინფორმაციისთვის, მამა თეიმურაზი რეანიმაციაში იმყოფება სუნთქვის უკმარისობით – “კარიბჭის” ინფორმაციით, მას ფილტვების პრობლემის გამო მდგომარეობა დაუმძიმდა.