მძიმე დღეები უდგას შუა ამაღლებას![]()
გარდაიცვალა ირაკლი სიხარულიძე.
სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე ბიჭი,
თითქოს ეს არ იყო საკმარისი,მძიმე შუალედებით სამმა ახალგაზრდამ დაგვტოვა,აწ უკვე ოთხმა გულმა შეწყვიტა ფეთქვა,იქ სადაც ცხოვრება იწყებოდა.
.თითოეული დაკარგვა ცალკე ტკივილია, მაგრამ ერთად _აუტანელი სიმძიმე.. დაგვრჩა სიჩუმე, ცრემლი და კითხვები, რომლებზეც პასუხი არ არსებობს!
უდროოდ წასულნი ,მაგრამ არასდროს დავიწყებულნი…
ასეთი ტკივილი ერთ სოფელს იშვიათად დაატყდება თავს,ნათელში თქვენი სულები ,ოჯახს და ახლობლებს ღმერთმა მისცეს ძალა და მოთმინება;
დაუვიწყარნი იქნებით…
ირაკლი სიხარულიძე;
მინდია მერაბიშვილი;
ამირან (ბათურა)სიხარულიძე;
გელა დოლიძე;
თქვენმა უდროოდ წასვლამ სამყაროც კი დაამძიმა, _ წერს სოციალურ ქსელში მერის წარმომადგენელი სოფელ შუა ამაღლებაში ბელა შათირიშვილი.
ინფორმაციისთვის, ირაკლი სიხარულიძე ემიგრაციაში იმყოფებოდა და გუშინ მამიდის დაკრძალვაზე ბრუნდებოდა, რა დროსაც თვითმფრინავში ცუდად გახდა.
თვითმფრინავიდან ირაკლი ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გარდაცვალების მიზეზად ინსულტი სახელდება.
“გურია ნიუსი” თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, სოფელს საუკეთესო ახალგაზრდის, ირაკლი სიხარულიძის გარდაცვალების გამო.
































































