საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში OSCEPA-ს პრეზიდენტის პია ლისა კაუმას მოსალოდნელ ვიზიტს გამოეხმაურა.
“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში აღშფოთებას იწვევს იმ ადამიანებში, რომლებიც თბილისის ქუჩებში ორმოცი დღეა დგანან და გაყალბებულ არჩევნებსა და რუსეთისკენ შეტრიალებას აპროტესტებენ. ასეთი უდროო ვიზიტი კრიზისს ვერ მოაგვარებს, ამის გაკეთება მხოლოდ არჩევნებს შეუძლია.
ეს არის საქართველოს ყველა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორის საერთო საზრუნავი, რომლებიც ზრუნავენ საქართველოში სტაბილურობაზე, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე. ეს უნდა იყოს თქვენი ერთადერთი მიზანი, ერთადერთი საშუალება იყოს ახალი არჩევნები ეუთოს რეკომენდაციების გამოყენებით”,_ წერს სალომე ზურაბიშვილი.
@oscepaPresident @PiaKauma this is a shared concern of all Georgia’s european and american partners who care about stability, democracy and human rights in Georgia. Those should be your only goal, the only means being new elections applying osce recommendations. https://t.co/kvLkBSvYGq
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 6, 2025