რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი სოციალურ ქსელში მთავრობის მიერ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება.
“დღეს კიდევ ერთხელ ითქვა რომ, 2017-2020 წლებში 9 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება ინფრასტრუქტურაში. 2017 ში 1 მილიარდ 226 მილიონიო. ანუ დანარჩენ სამ წელში დაახლოებით 8 მილიარდი. ჩვენი საბიუჯეტო სახსრებიდან ვერ დავხარჯავთ მაგდენს და თითქმის სრულად საერთაშორისო კრედიტი უნდა ავიღოთ. ვთქვათ და მართლაც ავიღეთ რა გამოდის:
1. 2020 წლამდე მშპ-ს მიმართ მთავრობის საგარეო ვალი გაიზრდება 30%- ით და 70%- ს გადაცდება. გარდა იმისა რომ კანონით შეზღუდულები ვართ პრაქტიკაში მაკროეკონომიკური დიდი რისკია
2 რადგან აღებული სესხები ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების წყაროდ აისახება, 2018 – დან ყოველწლიური ბიუჯეტის დეფიციტი გაიზრდება ბიუჯეტის დაახლოებით 30% ით.
აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ საქართველოს მთავრობაში სივრცითი მოწყობა მხოლოდ ტრასები, აეროპორტები და პორტები ჰგონიათ, მაშინ როდესაც სივრცითი მოწობა ყველა განვითარებულ ქვეყანაში კონკრეტული სოფლიდან და ქალაქიდან იწყება და ეფუძნება გამართულ თვითმმართველობას. აქ კი მიაჩნიათ, რომ ეკონომიკა რომ განვითარდება თვითმმართველობის და ეგეთი “დემოკრატული ამბების” დრო მხოლოდ მერე იქნება.
ასეთი მიდგომებით 9 წელი ვიცხოვრეთ, და ეხლაც იგივეს ვაგრძელებთ, თან იგივე ხალხის ჩართულობაც იმატებს ამ ამბავში”, _წერს შერგელაშვილი.