ეს ვიდეო საფხებურთო კლუბის “ლანჩხუთის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩხაიძემ თავის ფეისბუქგვერდზე ატვირთა.
“მე დავპირდი გოგოებს, რომ თუ მოიგებდნენ, სიმღერას შევუსრულებდი. დაპირებების შესრულება მიყვარს!“ _ ამბობს ვიდეოში გიორგი ჩხაიძე.
ინფორმაციისთვის, ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია. ჩვენებურმა გოგონებმა გასვლაზე ყაზახური „ოკჟეტპეს“ დამატებით დროში ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.
ანგარიში მე-5 წუთზე მასპინძლებმა ბიბიგულ ნურუშევას გოლით გახსნეს. „ლანჩხუთმა“ ანგარიშის გათანაბრება 65-ე წუთზე ხატია ჭყონიას გოლით შეძლო.
შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.
დამატებითი დროის 95-ე წუთზე ხატია ჭყონიამ დუბლი შეასრულა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში „ლანხუთი“ პირველი ქართული ქალთა გუნდი გახდა, რომელმაც უეფას საკლუბო ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა.