აშშ-ს დახმარების მიწოდება უკრაინასთვის ამჟამად შეჩერებულია, განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ 11 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.
”ჩვენი დახმარება ახლა შეჩერებულია”, – თქვა კირბიმ და აღნიშნა, რომ „შეტევები, რომლებსაც რუსები უკრაინაზე ახორციელებენ, მხოლოდ იზრდება. ახლა კი, ისინი იყენებენ ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკურ რაკეტებს თავიანთი ბინძური სამუშაოს შესასრულებლად. ასე რომ, – საჭიროება მწვავეა ახლა, განსაკუთრებით ზამთრის ამ თვეებში”.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 27 დეკემბერს გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების უახლესი ტრანში, საერთო ჯამში 250 მილიონი დოლარი.
ეს დახმარების პაკეტი საბოლოო გახდა, რადგან 6 დეკემბერს, უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის დახმარების დაფინანსების შესახებ კანონპროექტმა, დაახლოებით 106 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით, ვერ მიიღო პროცედურული კენჭისყრა აშშ-ს სენატში გამკაცრებული მიგრაციული პოლიტიკის რესპუბლიკელთა მოთხოვნების გამო.