ჩრდილოეთ კორეის ბირთვული სარაკეტო პროგრამები სერიოზულ საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას,_ ამის შესახებ განცხადება Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა გააკეთა.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეაში შაბათ-კვირას აღლუმის დროს ახალი ინტერკონტინენტალური ბალისტიკური რაკეტის (ICBM) გამოჩენამ მრავალი დასავლელი ანალიტიკოსის ყურადღება მიიპყრო. სამხრეთ კორეაში ბევრად უფრო აწუხებთ ახალი სარაკეტო ახალი სისტემების (MLRS) და სწრაფი, მანევრირებადი შორიახლოს რაკეტების ჩვენება, რომლებიც იდეალური იქნებოდა სამხრეთის მიზანში ამოსაღებად.
ესპერმა პენტაგონში სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრთან სუ ვუკთან შეხვედრის დაწყებამდე სიტყვით გამოსვლისას თქვა:
„ჩვენ ვეთანხმებით, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტები სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონს და მსოფლიოს უსაფრთხოებას და სტაბილურობას”.
ესპერმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატები კორეის რესპუბლიკის უსაფრთხოების ერთგული რჩება.