ამერიკის შეერთებული შტატები, გაეროს მოსახლეობის ფონდის,(UNFPA)-ს დაფინანსებას წყვეტს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც შეერთებული შტატების დეპარტამენტში აცხადებენ, UNFPA მხარს უჭერს ან მონაწილეობს იძულებითი აბორტის ან იძულებითი სტერილიზაციის მართვის პროგრამაში.
UNFPA-ს განცხადებით, კი, მათ კანონი არ დაურღვევიათ და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებული გადაწყველიტების გამო წუხან.
როგორც ორგანიზაცია აცხადებს, გასულ წელს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით ათასობით ქალის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს, რომლებიც გაუთვალისწინებელი ორსულობის ან არა უსაფრთხოდ გაკეთებული აბორტების გამო იღუპებიან.
ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის განცხადებით, თანხა, რომელიც UNFPA-სთვის იყო გამოყოფილი გლობალური ჯანდაცვის პროგრამების ანგარიშზე გადაირიცხა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ეს არის ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაეროსთვის დაპირებული პირველი შემცირება.