საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რობინ დანიგანი აცხადებს, რომ მკაფიოდ არის გაჟღერებული მიზეზი, რის გამოც საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო სწავლება უვადოდ გადაიდო.
„ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა გაუგებარი არ არის, ამ საკითხზე ჩვენ ვისაუბრეთ და სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა, შესაბამისად, ამ კონტექსტში გაუქმდა აღნიშნული წვრთნები, რადგან ადგილი ჰქონდა საჯარო განცხადებებს გარკვეული პირებისგან, მათ შორის, მმართველი პარტიის წევრებისგან და ამიტომ მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა. ეს ძალიან სამწუხარია. თუმცა იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები დაბალანსდება“, – თქვა აშშ-ის ელჩმა.