აშშ და სხვა უკრაინის მოკავშირეები „გადამწყვეტად უპასუხებენ“ რუსეთს თუ ის უკრაინაში შეიჭრება, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა განუცხადა პუტინს სატელეფონო საუბრისას. ინფორმაციას SkyNews-ი ავრცელებს.
აშშ უერთდება სხვა სახელმწიფოებს, რომლებმაც მოუწოდეს თავიანთ მოქალაქეებს, რომ დატოვონ უკრაინის ტერიტორია. რუსეთმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება შეიძლება ნებისმიერ წამს მიიღოს. დიდი ბრიტანეთის ელჩმა უკრაინაში, მელინდა სიმონსმა, განაცხადა, რომ ის რჩება კიევში და საელჩოც აგრძელებს ფუნქციონირებას.
ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა – ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო მოქმედებები შეიძლება პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე, ანუ 20 თებერვლამდე დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია. ტეროტორიაზე 100 ათასამდე რუსი ჯარისკაცია მობილიზებული.