უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებები გრძელდება.
“იმ ეტაპზე ვართ, როდესაც უკრაინის და რუსეთის ლიდერებს შეუძლიათ შეხვდნენ და შეთანხმებას მიაღწიონ”, – აცხადებს დონალდ ტრამპი.
ცნობილია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას დავოსში დღეს შეხვდება. პარალელურად, ამერიკელთა დელეგაციასთან შეხვედრაა ჩანიშნულია კრემლში.
































































