აშშ-ის საელჩო საქართველოში ზაზა ფაჩულიას მსოფლიო ჩემპიონობას ეხმაურება და მილოცვის ტექსტს ავრცელებს.
„ზაზა ფაჩულია ჩემპიონია!
ზაზას გუნდმა, „გოლდენ სთეით ვორიორსმა“ კალათბურთის ეროვნული ასოციაციის ჩემპიონატი მოიგო. გილოცავთ!“, – აღნიშნულია სოციალურ ქსელში საელჩოს ოფიციალურ გვერდზე.
„გოლდენ სტეიტ უირიორსმა“ სუპერფინალური სერიის მეხუთე შეხვედრაში „კლივლენდ კავალიერსი“ ანგარიშით 129-120 დაამარცხა და თავისი არსებობის ისტორიაში მეხუთედ NBA-ს ჩემპიონი გახდა. ზაზა ფაჩულია საქართველოს ისტორიაში პირველი კალათბურთელია, რომელმაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საჩემპიონო ბეჭედი მოირგო.