აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავი ჩავარდა. მომხდარის შესახებ განცხადებას USEUCOM ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც ახორციელებდა სასწავლო აქტივობებს ახორციელებდა.
„დაზარალებული ოჯახების პატივისცემით, ჩვენ ამ დროისთვის არ გავავრცელებთ დამატებით ინფორმაციას ჩართული პერსონალის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. თუმცა USEUCOM-ის განცხადებით, „არ არსებობს მტრული აქტივობის ნიშნები“.