REUTERS-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, პოლ რაიანი მზად არის რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები განიხილოს.
„თუ კონგრესის კომიტეტები მიიჩნევენ რომ რუსეთისთვის სანქციებია საჭირო, ბედნიერი ვიქნები განვიხილო. რუსეთის ხელისუფლება არის საშიში, რომელიც არ იზიარებს ჩვენს ინტერესებს და ღირებულებებს“,_განაცხადა მან.
მაუწყებლის ინფორმაციით, პოლ რაიანმა ასევე მხარი დაუჭირა ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურების დასკვნას, რომლის მიხედვითაც, რუსეთი 2016 წლის არჩევნებში ჩაერია.
როგორც ცნობილია რუსეთს ეკონომიკური სანქციები ევროკავშირის მიერ უკვე დაწესებული აქვს.
სანქციების დაწესების მიზეზი კი უკრაინაში, ყირიმის ანექსია გახდა.
წელს კი ევროკავშირის ლიდერებმა სანქციების მომავალ წლამდე გახანგრძლივების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.