ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოში დემოკრატიის შელახვაში მონაწილე პირებს,_ ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
„სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს დამატებით მოქმედებას სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზის გაცემას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია, ან თანამონაწილეა, საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. დღევანდელი ქმედება შეეხება დაახლოებით ოც პიროვნებას, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც მსახურობენ მთავრობის მინისტრებად და პარლამენტში, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სტრუქტურების ოფიციალურ პირებს და კერძო მოქალაქეებს.
შეერთებული შტატები მკაცრად გმობს “ქართული ოცნების” მიერ მიმდინარე, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, მათ შორის მომიტინგეების, მედიის წევრების, უფლებადამცველების და ოპოზიციის მოღვაწეების მიმართ. „ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რომელიც ქართველ ხალხს უზომოდ სურს და საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. ჩვენ მზად ვართ დავინახოთ, რომ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიის შელახვაში, დაექვემდებარებიან სავიზო შეზღუდვებს.
ჩვენ ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის სანქციებს, რათა პასუხი აგონ მათ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში. ქართველი ხალხის გვერდით ჩვენ გვინდა ვიხილოთ ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო ევროატლანტიკურ საზოგადოებაში მტკიცედ ინტეგრირებული. ჩვენი დღევანდელი ქმედებები აჩვენებს აშშ-ს გადაწყვეტილებას და ემატება ადრე გამოცხადებულ ქმედებებს, რომლებიც ეხება 100-ზე მეტ „ქართულ ოცნებას“ აფილირებულ პიროვნებას და მათი ოჯახის წევრებს”,_ ნათქვამია განცხადებაში.