აშშ-მ სიგარეტის, ელექტროსიგარეტების და ვეიპების შეძენის მინიმალური ასაკი 18-დან 21 წლამდე გაზარდა. ცლილება აშშ-ის კონგრესმა კანონში დღეს დაამტკიცა, _ ამის შესახებ სააგენტო ,,Yahoo News-ი” წერს.
კონგრესის გადაწყვეტილებით, 21-წლამდე ასაკის პირები თამბაქოსა და ელექტროსიგარეტის შეძენას მთელი ქვეყნის მასშტაბით ვერ შეძლებენ. ადრე ეს ნორმა ქვეყნის 19 შტატში მოქმედებდა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ელექტროსიგარეტის მოწევისგან გამოწვეული ფილტვების დაავადებების გამო, 50-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.