აშშ-ის სამხედრო ძალებმა ავღანეთის პროვინცია ნანგარჰარში უზარმაზარი ბომბი ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
GBU-43/B მასიური საარტილერიო საჰაერო ბომბი (MOAB) ადგილობირივი დროით ხუთშაბათს, 7 საათზე ჩამოაგდეს.
MOAB-ი, რომელსაც ასევე “ყველა ბომბის დედას” უწოდებენ, 9,7 ათას კილოგრამზე მეტს იწონის და ამერიკის ყველაზე მძლავრი არაატომური ბომბია.
ოფიციალური ინფორმაციით, ბომბი განკუთვნილი იყო ISIS-ის წევრებისა და გვირაბების განადგურებისთვის. ეს არის MOAB-ის ბრძოლის ველზე გამოყენების პირველი შემთხვევა.
დაბომბვის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.