,,უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მზად ვართ რუსეთის წინააღმდეგ გამოვიყენოთ სანქციები, როგორიც თქვენ აქამდე არ გინახავთ“ – ამის შესახებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკა უკრაინის გვერდით დგას.
“ჩვენ ძალიან მკაფიოები ვართ, რომ რუსეთი არ უნდა შეიჭრას უკრაინაში და დაარღვიოს მისი სუვერენიტეტში, რომ ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ – და ჩვენ ვდგავართ ერთად – მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან ამ კუთხით და ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ გამოვიყენოთ სანქციები, როგორიც თქვენ აქამდე არ გინახავთ,” – განაცხადა კამილა ჰარისმა.
ჟურნალისტის კითხვაზე: იქნება თუ არა ეს ახალი სანქციები პირდაპირ პუტინის მიმართ? ვიცე-პრეზიდენტმა, უპასუხა: „მე არ ვაპირებ კონკრეტულ სანქციებზე საუბარს, მაგრამ ჩვენ რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირი დიალოგი აქვთ და ამას ნათლად ვუხსნით.“
ცნობისთვის, აშშ-მა რუსეთს სანქციები 2021 წლის აპრილში უკვე დაწესებული აქსვ დაუწესა – შურისძიების მიზნით კიბერ შეჭრაზე, მათ შორის SolarWinds-ის კიბერჯაშუშობის კამპანიისა და მოსკოვის ჩარევისთვის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
[sexy_author_bio]