თეთრ სახლში ამზადებენ წერილს, რომელშიც პასუხი იქნება გაცემული რუსეთის ულტიმატუმზე, რომ ნატო არ უნდა გაფართოვდეს აღმოსავლეთ ევროპისკენ, _ იუწყება obozrevatel.com.
ამერიკული მედიის ცნობით, აშშ რუსეთის ამ ულტიმატუმს არ მიიღებს _ თეთრი სახლის წერილში ნახსენებიც არ იქნება, რომ ნატო „ღია კარის“ პოლიტიკას შეწყვეტს.
ამავე დროს, ვაშინგტონის პასუხში ნათქვამი იქნება, რომ აშშ დაინტერესებულია, დიალოგი გაგრძელდეს.