ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებიდან ჩასულ მგზავრებს ქვეყანაში ელექტრონული მოწყობილობების შეტანას უკრძალავს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აკრძალვა ეხება დიდ ელექტრონულ მოწყობილობებს, როგორიცაა ლეპტოპები, ვიდეო კამერები და dvd ფლეერები.
ოფიციალური პირების განცხადებით, აკრძალვას არ გააჩნია დასრულების თარიღი.
მაუწყებლის ინფორმაციით, აკრძალვების შესახებ უსაფრთხოების დეპარტამენტი და არც ტრანსპორტირების უშიშროების ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს.