2 თვიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ს საელჩო უკრაინაში მუშაობას ანახლებს. კიევში, აშშ-ს საელჩოში დაბრუნდნენ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კრისტინა კვიენი და ამერიკელი დიპლომატების ჯგუფი. ამის შესახებ CNN წერს.
აშშ-ის საელჩო უკრაინის დედაქალაქში თებერვლის შუა რიცხვებში დაიხურა, რადგან გაიზარდა საფრთხე, რუსეთის სამხედრო მოქმედებების გამო. ამერიკელი დიპლომატების მცირე ჯგუფი გადაიყვანეს დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში, შემდგომ პოლონეთში.
24 თებერვალს – იმავე დღეს, როდესაც დაიწყო რუსეთის სამხედრო შემოჭრა – აშშ-მ შეაჩერა მომსახურება ლვოვში.
აპრილის ბოლოს, კიევში ვიზიტის დროს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ დიპლომატებს უკრაინაში დააბრუნებს. ამ განცხადების შემდეგ დიპლომატებმა დაიწყეს ერთდღიანი მოგზაურობები ლვოვში.
კვიენი და სხვა ამერიკელი დიპლომატები კიევში ევროპის გამარჯვების დღეს, რუსულ 9 მაისამდე ერთი დღით ადრე დაბრუნდნენ. დღესვე, უკრაინაში ჩავიდა აშშ-ს პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი.
ავტორი




























































