სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამერიკის ელჩმა რუბენ ბრიჯეტიმ, რომელმაც ქვეყანა რუსეთისთვის შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების მიწოდებაში დაადანაშაულა, ბოდიში მოიხადა.
მან საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ზღვარი გადალახა“. ინფომაციას Reuters ავრცელებს.
„მადლობელი ვარ შესაძლებლობისთვის, მესაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრ ნალედი პანდორთან, რა დროსაც გამოვასწორე ყველა შესაძლო მცდარი შთაბეჭდილება, რომელიც ჩემს საჯარო განცხადებას მოჰყვა“,_ განაცხადა რუბენ ბრიჯეტიმ.