აშშ-ის ხელისუფლება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტში შენატანის გაკეთების შეჩერების საკითხს შეისწავლის. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის თქმით, ჯანმო ჩინეთზე ძალიან ორიენტირებულია, როცა ძირითადად აშშ-ის ბიუჯეტიდან ფინანსდება.
„ჯანმომ აშშ-სგან დიდი ოდენობით თანხები მიიღო. მათ გააკრიტიკეს ჩემი გადაწყვეტილება, როდესაც აშშ-ში მოგზაურობა ავკრძალე. ბევრ რამეზე ცდებოდნენ. ჩინეთზე ძალიან ორიენტირებულნი არიან. უნდა შევისწავლოთ ეს სიტუაცია. ჯანმოზე დახარჯული თანხების გამოყოფის შეჩერებას შევისწავლით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა