ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ველოსიპედიდან გადმოვარდა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა გაჩერებას და გადმოსვლას ცდილობდა.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს და დაზიანებები არ მიუღია.
შემთხვევა დელავერის რეზიდენციასთან მაშინ მოხდა, როცა ბაიდენი შეკრებილ გულშემატკივრებს მიუახლოვდა.