ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ჟურნალისტს ეხუმრა.
Thewrap-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე Fox News-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას მოჰყვა.
კითხვაზე, თუ რაზე ისაუბრა ვლადიმერ პუტინთან,- ბაიდენმა Fox News-ის ჟურნალისტს უპასუხა: „მან თქვენთან მოკითხვა გადმომცა“.
ცნობისთვის, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების სატელეფონო საუბარი 26 იანვარს გაიმართა.