ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს.
“ნებისმიერ დემოკრატიაში სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მხარდასაჭერად.
ელჩი დანიგანი და USAID-ის მისიის დირექტორი, ჯონ პენელი ISFED-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საქართველოში საარჩევნო პროცესის მონიტორინგში მათ მნიშვნელოვან საქმიანობაზე ისაუბრეს.
არჩევნების პატიოსნად ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე”,_ აღნიშნულია აშშ-ს საელჩოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.