უკრაინული მედიის unian-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. რომელიც, კიევშ ოფიციალურ პირებთან გამართავს შეხვედრებს.
ენტონი ბლინკენის კიევში ვიზიტის ფოტოს bloomberg ავრცელებს.
როგორც UNIAN იტყობინება, 20 აგვისტოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა, რომ მან გასცა ბრძანება 815 მილიონი დოლარის დახმარება უკრაინის მამაცი დამცველებისთვის.
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გამოაცხადებს 2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უკრაინისა და 18 სხვა სახელმწიფოსთვის, რომლებსაც მომავალში შესაძლოა რუსეთის აგრესია დაემუქროთ.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 675 მილიონი დოლარის ოდენობით დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფა ორი ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრის შემდეგ დაამტკიცა. შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
ავტორი