REUTERS-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს გაერთიანებულმა სამეფომაც მიბაძა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მგზავრებს თვითმფრინავის სალონებში დიდი ელექტრონული მოწყობილობების შეტანა აუკრძალა.
გავრცელებული ინფორმაციით, აკრძალვა ეხება ლეპტოპებს, ვიდეო კამერებს და ტაბლეტებს.
უსაფრთხოების წყაროების ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული აკრძალვები, შესაძლებელია, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებული ზომებისგან განსხვავდებოდეს, რის შესახებ ცნობილი სამშაბათს საღამოს გახდება.
როგორც ცნობილია, ბრიტანეთის მთავრობას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
ამავე თემაზე:
აშშ რვა ქვეყნიდან ჩასულ მგზავრებს ელექტრონული მოწყობილობების შეტანას უკრძალავს