აშშ საქართველოს კორონავირუსთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ Facebook-ზე საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გადასცემს $1.1 მილიონ დოლარს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად. კერძოდ, დაფინანსდება ლაბორატორიული სისტემების მომზადება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები და მეთვალყურეობა, ტექნიკურ ექსპერტთა დახმარება და მომზადება, ინფორმაციის გაცვლა და სხვა“, – წერს აშშ-ის საელჩო.