ამერიკის შეერთებულ შტატებში, 30 წლის წინ გაყინული ემბრიონიდან ტყუპი დაიბადა. ახალი რეკორდი ტენესის შტატში დამყარდა.
BBC-ის ცნობით, ემბრიონი 1992 წლის 22 აპრილს, თხევად აზოტში -128 გრადუსამდე გაყინეს, რამაც მას სიცოცხლისუნარიანობა შეუნარჩუნა.
30 წლის შემდეგ, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ტყუპის დედამ წარმატებით იმშობიარა. ამ გზით ამერიკულმა ოჯახმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა, რადგან აქამდე ყველაზე ხანგრძლივი ვადა, როდესაც გაყინული ემბრიონიდან ბავშვი დაიბადა, 27 წელი იყო.